თბილისის 164-ე საბავშვო ბაღის აღმზრდელმა ბავშვებზე იძალადა

Published:

ვარკეთილის 164-ე საჯარო ბაღში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, „სფერო ნიუსი“ დეტალებით დაინტერესდა. გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს ბაღის აღმზრდელის ძალადობა 3 წლის ბავშვზე.

„სფერო ნიუსის“ საინფორმაციო სააგენტო 164-ე ბაღის დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა , ფატი მანჯგალაძემ მომხდარის შესახებ საუბარზე უარი განაცხადა.

ინფორმაციის გადასამოწმებლად თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მივმართეთ, სადაც დაგვიდასტურეს აღმზრდელის არასათანადო მოპყრობა.

“თბილისის 164-ე საბავშვო ბაღში ერთ-ერთი აღმზრდელის მხრიდან აღსაზრდელის მიმართ არასათანადო მოპყრობა დაფიქსირდა. აღმზრდელმა სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მომხდართან დაკავშირებით, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო მოკვლევას აწარმოებს.”- გვითხრეს სააგენტოში.

დაზარალებული ბავშვის მშობელმა, ვიდეო კადრებით შეიტყო აღმზრდელის მხრიდან შვილზე ძალადობის შესახებ.  მან ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ დირექტორმა ძალადობის შესახებ იცოდა, თუმცა შესაბამისი უწყებისთვის არ უცნობებია.  მანანა ეუაშვილი აღნიშნავს, რომ აღმზრდელმა ბაღის დირექტორის შვილისშვილზეც იძალადა.

“როგორც აღმოჩნდა,  ძიძა ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდა, რაზეც ბაღის პერსონალი, ძიძები, დამლაგებლები და დირექტორი თვალს ხუჭავდნენ. დირექტორმა ძალადობის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა. დირექტორმა მხოლოდ ძიძის გაშვების შემდეგ გვანახა ვიდეო კადრები, სადაც ჩანს, რომ აღმზრდელი ბავშვებზე ძალადობს. მანამდეც გვქონდა ამის შესახებ ვარაუდი და მივმართეთ დირექტორს, მაგრამ ვიდეო კამერების ჩანაწერების ნახვაზე უარი გვითხრა. შემთხვევა ჩემი შვილის ჯგუფში ხდებოდა. ამასთან დაკავშირებით შსს-ს მივმართეთ და ვაპირებთ, პროკურატურასაც მივმართოთ.”- აცხადებს, ბავშვის დედა, მანანა ეუაშვილი.

ბაგა-ბაღების სააგენტომ, 164 საბავშვო ბაღში ბავშვზე ძალადობის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით უკვე დაიწყო.

მშობელი დირექტორის, აღმზრდელისა და ძიძის დასჯას ითხოვს. ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს პრესსამსახურის ცნობით, ისინი საჭირო ზომებს გამოძიების შედეგების შესაბამისად მიიღებენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img