“ოცნების” თავმჯდომარე ამბობს, რომ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა ცოტა ხანში მთავრობის მიერ კონსულტაციების საფუძველზე დამტკიცდება.
ირაკლი კობახიძის თქმით, საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზეც დაკვირვება სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან.
“ერთ-ერთი საკითხი არის დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც ცოტა ხანში მთავრობის მიერ დამტკიცდება კონსულტაციების საფუძველზე და საბოლოო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნება ამ სამოქმედო გეგმის აღსრულებაზეც დაკვირვება სხვადასხვა სუბიექტის მხრიდან. დანარჩენი უკვე არის აღსრულების საქმე. არის კიდევ რამდენიმე დღე, ვიდრე დამტკიცდება ეს სამოქმედო გეგმა. მთავრობა წარმართავს ამ პროცესს და ალბათ, კონსულტაციებიც შედგა”. – ამბობს ირაკლი კობახიძე.
ხელისუფლებამ დღეს დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ სამოქმედო გეგმა გაასაჯაროვა. დასავლელი პარტნიორების მიერ კანონპროექტების რამდენჯერმე დაწუნების შემდეგ მმართველი პარტია ივანიშვილის გავლენის შესუსტებას არ აპირებს და დეოლიგარქიზაციასთან ბრძოლას პარტიებისთვის ფულადი დაფინანსების ზღვრის დაწესებით და მედია მფლობელობის საკითხების გამჭვირვალობით აპირებს.