“ლელოს” ლიდერის ინიციატივას პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ

Published:

“ლელოს” ლიდერის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების გაერთიანების შესახებ, უკვე გამოეხმაურნენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლები.

ოპოზიციურ პარტიებში ამბობენ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ ახერხებს მმართველი გუნდის დამარცხებას, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი გაერთიანდნენ მცირე პარტიები.

“შუას შეკრებას” ელოდება თეონა აქუბარდიაც, თუმცა რომელიმე ფრთაში გაწევრიანებას არ აპირებს, სანამ ძალთა ბალანსის გადანაწილება არ დასრულდება.

მმართველი გუნდი კი ოპოზიციის გაერთიანების მიზანს ვერ ხედავს და ამბობენ, რომ, მცირე ოპოზიციური პარტიების ხელოვნური გაერთიანება შედეგს ვერ გამოიღებს.

ოპოზიციონერი დეპუტატის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობა” ვერ შეძლებს არჩევნებზე მმართველი გუნდის დამარცხებას, ამიტომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანება მნიშვნელოვანია.

“ვხედავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა” ცალკე ვერ ამარცხებს “ქართულ ოცნებას” და აუცილებელია ყველა ამომრჩევლის გემოვნებაზე და ხედვაზე ორიენტირებული პოლიტიკური პარტიების მონაწილეობა. როგორ დალაგდება და მოახდენენ პარტიები გაერთიანებას, ეს უკვე დროის საკითხია. ამ მოცემულობაში, სანამ ეს არ გამოჩნდება არ ვაპირებ არსად წასვლას”, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”რეფორმების ჯგუფი” წევრი, პარტია ”სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალური მდივნის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიესალმება ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას.

“ოპოზიციურ ერთობას მესამე გზის შექმნით არანაირი საფრთხე არ აქვს, პირიქით უკეთესია მრავალფეროვნება. ერთიანები ვართ ევროპული იდეის გარშემო, მაგრამ სხვა საკითხებთან დაკავშირებით, შესაძლოა განსხვავებული პოზიცია. მივესალმები ბევრი ცენტის არსებობს, “გამარჯვების კოალიციას”, არავისთან კონკურენციის პრობლემა არ აქვს. ჩვენ ვიბრძვით არა ბარიერის გადალახვისთვის არამედ გამარჯვებისთვის”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img