ლაშა ფარულავა – ადამიანები, ვინც ამ მანიფესტს არ შეუერთდნენ, აქვთ თავიანთი გზა

Published:

გარიცხავს თუ არა “ნაციონალური მოძრაობიდან” მანიფესტზე ხელის არ მომწერებს ლევან ხაბეიშვილი, ჯერჯერობით უცნობია. ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებები კეთდება “ნაციონალური მოძრაობაში”.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა აცხადებს, რომ იმ ადამიანებმა, ვინც მანიფესტს არ შეუერთდნენ, ვეღარ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ნაციონალური მოძრაობის სახელით.

“ის ადამიანები, ვინც მიიღო ინდივიდუალურად გადაწყვეტილება, რომ ამ მანიფესტს არ შეუერთდნენ, მათ აქვთ თავიანთი გზა, თუმცა ხვალიდან უკვე ვეღარ გამოხატავენ თავიანთ პოზიციას ნაციონალური მოძრაობის სახელით. ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ლეგიტიმური ორგანოები, ჰყავს შტაბის ხელმძღვანელიც. ის ადამიანები, ვინც კვლავ გააგრძელებენ სიძულვილის კამპანიას ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ, დააზიანებენ საკუთარ თავს. არავინ არავის არ რიცხავს, უბრალოდ ადამიანებმა თავის თავი დაიყენეს პარტიის მიღმა,” – აცხადებს ლაშა ფარულავა.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის მოადგილე, სოფიო ჯაფარიძე კი აცხადებს, რომ თუკი პარტიის რომელიმე წევრი არ ეთანხმება პუნქტებს, არ ნიშნავს, რომ ისინი უნდა გაირიცხონ პარტიიდან.

“ის, რომ ჩვენი პარტიის გარკვეული წევრები არ ეთანხმებიან ამ პუნქტებს, არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ან გარიცხულები არიან, ან უნდა გაირიცხონ. სრულად ვემიჯნები ნებისმიერი ჩვენი პარტიის წევრის პარტიიდან გარიცხვას. არასოდეს არავის გარიცხვაში არ მივიღებ მონაწილეობას და არასოდეს არ მოვიწონებ და არ შევუერთდები, თუკი ეს როდესმე მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეს ასე არ მოხდება,” – აცხადებს სოფო ჯაფარიძე.

ცნობისთვის, გუშინ “ნაციონალურმა მოძრაობამ “ვარდების რევოლუციის” 20 წლისთავისთვის მიძღვნილ ღონისძიებაზე საზოგადოებას ერთობის მანიფესტი გააცნო, რომელსაც ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები არ ესწრებოდნენ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img