2024 წლის ბიუჯეტს მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განიხილავენ

Published:

2024 წლის ბიუჯეტს მიმდინარე სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განიხილავენ. როგორც უმრავლესობაში აცხადებენ, ქვეყნის მთავარი საფინანსო დოკუმენტის შესწორებულ ვარიანტს მხარს დაუჭერს.

მომავალი წლის ბიუჯეტი 28,5 მილიარდი ლარია. ხარჯვითი ნაწილი საბოლოო ვერსიაში 165 მილიონი ლარითაა გაზრდილი, საიდანაც 130 მილიონი რეგიონების პროექტების დაფინანსებას მოხმარდება. დამატებით 15 მილიონი გამოყოფილია სტიქიით დაზარალებული გურიისთვის. ცალკე მიმართულებაა მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები.

70 მილიონი ლარი ანაკლიის პორტზე დაიხარჯება, ამდენივე კი ახალი აეროპორტისთვის. მხოლოდ სატრანზიტო პროექტებისთვის ბიუჯეტში სამ მილიარდ 400 მილიონი ლარია გამოყოფილი. გაზრდილი ბიუჯეტი ასევე გათვლილია ხელფასების ზრდაზე, პროექტების დაფინანსებაზე, ასევე ჯანდაცვის, განათლების, ეკონომიკის და სოციალურ მიმართულებებზე.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტს უმრავლესობის მხარდაჭერა ექნება.

“მთავრობის მიერ წარმოდგენილ ბიუჯეტში არ არსებობს სფერო,სადაც ბიუჯეტი გაზრდილი არ არის. ხელფასების მატება იგეგმება ყველა მიმართულებით, როგორც საჯარო სექტორში ასევე სამართალდამცავ უწყებაში. ჩვენ ვიმსჯელეთ და იმ ბიუჯეტს რაც შემოვა ექნება უმრავლესობის მხარდაჭერა,”- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img