აჭარაში, ფოთსა და ანაკლიაში ზარალს ითვლიან – შავი ზღვის სანაპიროზე შტორმის შედეგად ბულვარის ტერიტორია პრაქტიკულად აღარ არსებობს.
ყველაზე მძიმე ვითარება ბათუმსა და ქობულეთშია, სადაც ბულვარის ტერიტორიაზე სასეირნო ზოლი სრულად განადგურებულია. ველობილიკი კი ქვიშით და ქვებითაა დაფარული.
შტორმმა გაანადგურა სანაპიროს ინფრასტრუქტურა ანაკლიაში და ფოთშიც.
დატბორილია სახლები, ჯიხურები და სხვადასხვა ობიექტები. 8 ბალიანმა შტორმმა შავი ზღვის სანაპიროზე მილიონობით ლარის ზარალი მოიტანა, ხალხის ნაწილი კი სახლების გარეშე დატოვა.