პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს

Published:

ივანიშვილი გონიერი კაცია და დამარცხებულ რუსეთს არ გაჰყვება სამარეში, -განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მანჯგალაძე გამოეხმაურა Politico-ს სტატიას, სადაც ბიძინა ივანიშვილი ე.წ. ამრევების სიაშია და ოლიგარქად არის მოხსენიებული. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, ეს სტატია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება ყველაფერს კარგად ხედავს.

„იცით, რომ აშშ-მა დაასანქცირა ფარცხალაძე, რომელიც იყო პირი ივანიშვილის გარემოცვიდან. მის ირგვლივ წრე ფართოვდება. მე ვიტყვი, რომ ივანიშვილი გონიერი კაცია და დამარცხებულ რუსეთს არ გაჰყვება სამარეში. რუსეთი დამარცხდება. ივანიშვილს განცდა ჰქონდა, რომ რუსეთი მალე მოიგებდა, იმიტომ იყო, რომ თებერვალში ღარიბაშვილმა ლამის წარმატება უსურვა რუსეთს. შემდეგ ვნახეთ, რომ რუსეთმა ვერანაირ წარმატებას ვერ მიაღწია, მეტიც დამარცხებისთვისაა განწირული უფრო და არა გამარჯვებისთვის. თუ უდიდეს შეთქმულებაში არ მონაწილეობენ საქართველოს წინააღმდეგ, ყველა გონიერი ადამიანი უნდა მიხვდეს, რუსეთს არ უნდა გაყვეს პოლიტიკურ სამარეში,“ – განაცხადა მანჯგალაძემ.

ის, ასევე, გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობას, სადაც, ასევე, სერგეი ლავროვი მონაწილეობს და აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება“ რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებს.

„უკომპრომისოა“ ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი და ისევ დავითაშვილი გაუშვან სჯობს, რამე კონფლიქტი არ მოხდეს ლავროვთან. რა უნდა ვთქვა ამაზე? – ეს ხალხი, იმის ნაცვლად, ქართული ინტერესის გამტარებლები იყვნენ, რუსეთთან პოლიტიკურ ფლირტს აგრძელებენ, რაც რა თქმა უნდა, საქართველოს ინტერესში არ არის“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img