დარჩიაშვილი – მალტას ჩართულობით, კიდევ უფრო გაძლიერდება ეუთო

Published:

მალტას ჩართულობით, კიდევ უფრო გაძლიერდება ეუთო და ძალიან სწრაფად დაძლევს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

დარჩიაშვილმა მალტასთან, როგორც ეუთო-ს მომავალ თავმჯდომარე ქვეყანასთან, ორმხრივ ურთიერთობაზე ისაუბრა.

„მალტა იბარებს ჩრდილოეთ მაკედონიისგან თავმჯდომარეობას. მალტა გააგრძელებს მუშაობას ყველა იმ წევრ ქვეყანასთან, რათა ორგანიზაციამ დაძლიოს გამოწვევები, სირთულეები რომელიც დღეს აქვს.

რა თქმა უნდა, ჩვენ მალტასთან გვაქვს ძალიან კარგი, დინამიკური, ორმხრივი ურთიერთობები. მინისტრთან მე მაქვს ძალიან ინტენსიური კავშირი და ვფიქრობ, რომ მალტას ჩართულობით, კიდევ უფრო გაძლიერდება ორგანიზაცია და ძალიან სწრაფად დაძლევს იმ პრობლემებს და გამოწვევებს, რომელიც დღეს აქვს“,- განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img