80-მდე NGO-ს ერთობლივი წერილი იტალიის საელჩოში მიიტანა – “ხალხის არჩევანი ევროპაა”

Published:

80-მდე არასამთავრობო ორგანიზაციამ ერთობლივი წერილი იტალიის საელჩოში ჩააბარა. NGO-ების თქმით, ამ კამპანიით ისინი ევროკავშირის წევრი ქვეყნის საელჩოებს ეუბნებიან, რომ ქართველი ხალხის არჩევანი ევროპაა და კანდიდატის სტატუსი ქვეყანამ უნდა მიიღოს.

წერილს ხელს 80-მდე ორგანიზაცია აწერს.

„შეხვედრების მიზანია საქართველომ მხარდაჭერა მიიღოს ევროპული ქვეყნებისგან, რომ გავხდეთ კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, ეს შესაძლებლობას მოგვცემს განვახორციელოთ რეფორმები და ქვეყანამ წინ გადადგას ნაბიჯი სხვადასხვა იმართულებით და მე ვფიქრობ სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან მსგავსი ნაბიჯი საჭირო და მნიშვნელოვანი ეტაპია, ”, – თქვა „სამართლიანი გუშაგის” დირექტორმა, ნაზი ჯანეზაშვილმა.

მსგავსი ვიზიტი არასამთავრობო ორგანიზაციებს საბერძნეთის საელჩოშიც ჰქონდათ, შეხვდნენ საფრანგეთისა და გერმანიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ელჩებსაც.

„ეს ერთგავრი კამპანია მიზნად ისახავს, დასავლელ პარტნიორებს გავაგონოთ ქართველი ხალხის ხმა”, – ამბობს რაფიელ კაკაბაძე, „დემოკრატიის მცველები” დირექტორი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img