გარემოს ეროვნული სააგენტო 4 დეკემბრიდან 7 დეკემბრის ჩათვლით მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.
„4 დეკემბერს საქართველოში შენარჩუნებული იქნება თბილი და უნალექო ამინდი. 5-7 დეკემბერს ქვეყნის ცალკეულ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.
თბილისში 4-5 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი, ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +17, +19 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 4 დეკემბერს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 5-7 დეკემბერს მცირე ნალექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე დაიკლებს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსამდე დაიკლებს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +10, +12 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 4-5 დეკემბერს უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 6-7 დეკემბერს მოთოვს, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +4, +6 გრადუსამდე დაიკლებს“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.