ამინდის გაუარესების გამო ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან დამაკავშირებელი გზა დაიკეტა.
დე ფაქტო რეჟიმის გადაწყვეტილებით, როკის გვირაბისკენ გადაადგილება ყველა სატრანსპორტო საშუალებისთვისაა აკრძალული. 164 კილომეტრიანი გზა ერთადერთია, რომელიც ცხინვალს რუსეთთან აკავშირებს.
მაგისტრალი მაღალმთიან რელიეფზე გადის, ამიტომ არსებობს ზვავსაშიშროების რისკი.