ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, საპროტესტო აქცია საინიციატივო ჯგუფის მიერ დაიგეგმა. აქციის მონაწილეების თქმით, გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავა უსამართლო პატიმრები არიან და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ.
მოძრაობა „ხმას“ თანადამფუძნებლები გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა, თბილისში, კეკელიძის N1-ში ბინიდან ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს, მათ სასამართლომ ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.