პოლონეთში თაღლითობის ბრალდებით საქართველო 1 და უკრაინის 2 მოქალაქე დააკავეს – ირკვევა, რომ ქალაქ ჩელმის 58 წლის მცხოვრებელს 200.000 ზლოტის ოდენობის თანხა მოტყუებით წაართვეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები მას ერთ-ერთი ბანკის თანამშრომლების სახელით გაეცნენ და სესხის დამტკიცებისთვის თანხმობა სთხოვეს, რის შემდეგაც დამნაშავეებმა მისი ანგარიშიდან თანხის გატანა შეძლეს.