გია ვოლსკი – არახამიამ არ იცის რა სისულელეებს მიედ-მოედება

Published:

ტიის – ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარის, დავით არახამიას მიერ “მთავარ არხთან” გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ “საქართველოს ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილს იმიტომ არ ათავისუფლებს, რომ რუსეთისგან დასტური არ აქვს”.

მისივე თქმით, დადასტურებულია, რომ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციებისგან თავის არიდება არ ხდება და “თუ სადმე უნდა ეძებოს არახამიამ “შავი ხვრელი”, თავისთან უნდა ეძებოს”.

“იმდენად უტიფარი განცხადებაა, რომ ძალიან ძნელია პასუხი გასცე. პირველ რიგში, სააკაშვილი დამნაშავეა. რუსეთი რა შუაშია? საქართველოში აქვს სისხლიც დაღვრილი, ფულიც მოპარული და ადამიანის უფლებები გადათელილი ფეხით, იარაღით და რითაც შეეძლო. ამ სისტემას მართავდა და ეს მართვის სისტემა დანერგა. რა შუაშია? რუსეთმა რა უნდა გითხრას ამ შემთხვევაში, არ მისცეო უკრაინას?! როგორ შეიძლება გაგიჩნდეს სურვილი უკრაინას გადასცე ადამიანი, რომელმაც შენს ტერიტორიაზე ამდენი დანაშაული ჩაიდინა და ზუსტად იცი, რომ უკრაინაში თავის პარტიაში მიემართება და არათი ვინმე პასუხს მოსთხოვს, არამედ შეიძლება ორდენიც დაკიდონ. ისინი ტაშს უკრავენ. რა გაცვლაზეა ლაპარაკი? რა სისულელეებს მიედ-მოედება არ იცის. მეორე – დადასტურებულია, რომ არანაირი შავი ხვრელი არ არსებობს. შავი ხვრელი თუ უნდა ეძებოს არახამიამ სადმე, თავისთან უნდა ეძებოს, თავის ქონებაში უნდა ეძებოს შავი ხვრელი და იმ სიტუაციაში, რომელმაც თვითონ შექმნა თავის გარშემო”, – განაცხადა ვოლსკიმ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img