პუტინი აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს ომით ემუქრება

Published:

ვლადიმერ პუტინი აშშ-ს და დიდ ბრიტანეთს ომით ემუქრება. ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, მიზეზი შესაძლოა, ამერიკის ის გადაწყვეტილება გახდეს, რომლის თანახმადაც აშშ უკრაინას რუსეთის ტერიტორიაზე თავისი იარაღის გამოყენების უფლებას მისცემს.

The Times-ის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი კირ სტარმერი და აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი პარასკევს თეთრ სახლში მოლაპარაკებებს გამართავენ უკრაინას რუსეთისკენ Storm Shadow რაკეტების გამოყენების ნებართვის შესახებ. მოსალოდნელია, რომ ისინი ამ საკითხზე შეთანხმებას მიაღწევენ, რადგან რუსეთმა ირანისგან 200-ზე მეტი ბალისტიკური რაკეტა შეიძინა, რასაც დასავლეთმა “მნიშვნელოვანი ესკალაცია” უწოდა.

ხუთშაბათს რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიის ეთერში პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი „მნიშვნელოვნად შეცვლის კონფლიქტის ბუნებას“, რაც მოსკოვს პასუხის გაცემას აიძულებს.

ეს ნიშნავს, რომ ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომში არიან. ჩვენ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებებს იმ საფრთხის საფუძველზე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, – განაცხადა მან.

ამავე დროს, სტარმერმა მტკიცედ უარყო პუტინის ბრალდებები და აღნიშნა, რომ უკრაინას თავდაცვის უფლება აქვს.

რუსეთმა დაიწყო ეს კონფლიქტი. რუსეთი უკანონოდ შეიჭრა უკრაინაში. რუსეთს შეუძლია დაუყონებლივ დაასრულოს ეს კონფლიქტი. უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება და ცხადია, ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს უკრაინის თავდაცვის უფლებას სასწავლო შესაძლებლობების მიწოდებით. მაგრამ ჩვენ არ ვაკეთებთ ამას. არ გვინდა რაიმე კონფლიქტი რუსეთთან, ეს არ არის ჩვენი განზრახვა, მაგრამ მათ დაიწყეს ეს კონფლიქტი და უკრაინას აქვს თავდაცვის უფლება, – განმარტა მან მოკავშირეების პოზიცია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img