სოფელ კარალეთში, სკოლის მიმდებარედ, დასასვენებელი სივრცის მოწყობა გრძელდება.
ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით მოეწყობა: საბავშვო სივრცე; ბილიკები ბეტონის დეკორატიული ფილებით; კაუჩუკის მოედანი; მოაჯირები; საპარკო ავეჯი; ატრაქციონები; გამწვანება; განათება; სარწყავი სისტემა; ღობე
„სამუშაოები „სამოქალაქო ბიუჯეტი 2024“ – ის ფარგლებში ხორციელდება, რომლის მიზანია მუნიციპალურ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის ზრდის ხელშეწყობა და ადგილობრივი ბიუჯეტის მათი ინტერესების გათვალისწინებით განაწილება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.