პირველი ქართველი მოდელი, რომელმიც Victoria’s Secret-ის შოუზე გამოვიდა მატილდა გვარლიანია

Published:

მატილდა გვარლიანი პირველი ქართველი მოდელია, რომელიც Victoria’s Secret-ის შოუზე გამოვიდა.

გვარლიანმა მოდების ჩვენებაში ისეთ სახელგანთქმულ მოდელებთან ერთად მიიღო მონაწილეობა, როგორებიცაა ჯიჯი და ბელა ჰადიდები, ადრიანა ლიმა, ტეილორ ჰილი და სხვები.

ქართველი მოდელი მოდის სფეროში სულ უფრო და უფრო მაღალ მწვერვალებს იპყრობს.
2024 წლის დასაწყისში ქართველი მოდელი გამოჩნდა ლეგენდარული ფრანგული ბრენდის Chanel-ის რეკლამაში, მანამდე კი H&M-ის სარეკლამო პროექტში მიიღო მონაწილეობა.

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში გვარლიანმა მონაწილეობა მიიღო თბილისის Mercedes Benz Fashion Week-ის რამდენიმე ჩვენებაში. 2020 წლის დეკემბერში მატილდა მსოფლიოში ცნობილი ბრენდის Valentino-ს სარეკლამო კამპანიის ნაწილი გახდა.

მატილდა გვარლიანი სულ უფრო აქტიურად ჩნდება ჩვენებებში პარიზსა და მილანში მსოფლიო მოდის კვირეულებზე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img