გასულ ღამეს უკრაინელებმა 22 დრონი ჩამოაგდეს

Published:

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული 22 დრონი ჩამოაგდეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები ავრცელებს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, სულ, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით 56 დრონი, დაუდგენელი ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი და Х-59-ის ტიპის მართვადი რაკეტა გაუშვეს.

„საზენიტო ბრძოლის შედეგად, თავდაცვის ძალებმა სუმის, კიევის, პოლტავის, ჩერნიგოვის, ჟიტომირის, ნიკოლაევის, ჩერკასის, ოდესისა და ტერნოპილის ოლქებში მტრის 22 დრონი ჩამოაგდეს. 2 ბელარუსის მიმართულებით გაფრინდა, ხოლო 27 დრონი გაუჩინარდა“, – აცხადებენ უკრაინის საჰაერო ძალებში.

ამასთან, უკრაინის საჰაერო ძალებში აღნიშნავენ, რომ ფრონტის ხაზთან მდებარე ოლქებში არსებულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონების გამოყენებით ხუთი დარტყმა დაფიქსირდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img