კულტურისა და სპორტის მინისტრად თინათინ რუხაძე დაინიშნა

Published:

თინათინ რუხაძე, მუსიკოსი, კულტურისა და სპორტის მინისტრად დაინიშნა. იგი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძემ წარადგინა.

თინათინ რუხაძე 1989 წლიდან არის საქართველოს ახალგარდა შემოქმედთა გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის “თბილისის კონცერტინოს” დირექტორი და ამ დრომდე იკავებდა ეროვნული სასახლის დირექტორის თანამდებობას.

კულტურის მინისტრის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც თეა წულუკიანი, ყოფილი კულტურისა და სპორტის მინისტრი „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიაში დაასახელა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img