ჯო ბაიდენი – თუ ჩრდილოეთ კორეის ჯარები უკრაინაში შევლენ, უკრაინამ მათ საპასუხო დარტმა უნდა მიაყენოს

Published:

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინამ ჩრდილოეთ კორეის ჯარებს საპასუხო დარტყმით უნდა უპასუხოს, თუ ისინი უკრაინის ტერიტორიაზე შევლენ, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ შეშფოთებულია რუსეთის კურსკის ოლქში ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ყოფნით.

„შეშფოთებული ვარ ამით”, – განაცხადა ბაიდენმა, როდესაც ჩრდილოეთ კორეის ჯარების კურსკის ოლქში ყოფნის შესახებ დასმულ შეკითხვას უპასუხა.

ამასთან, კითხვაზე, უნდა განახორციელონ თუ არა უკრაინელებმა საპასუხო დარტყმა მათ წინააღმდეგ, ბაიდენმა უპასუხა : „დიახ, თუ ისინი უკრაინის საზღვარს გადაკვეთენ“.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ გუშინ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები რუსეთში იმყოფებიან.

“შემიძლია დავადასტურო, რომ ჩრდილოეთ კორეის ჯარები გაიგზავნა რუსეთში და რომ ჩრდილოეთ კორეის სამხედრო ნაწილები განლაგებულია კურსკის ოლქში”, – განუცხადა რუტემ ჟურნალისტებს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img