დავით კეზერაშვილმა “ფორმულას” წილი თანადამფუძნებლებს გადასცა

Published:

დავით კეზერაშვილმა ტელეკომპანიას “ფორმულას” კუთვნილი 26%-იანი წილი თანადამფუძნებლებს გადასცა.

შესაბამისი ცვლილება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა.

ამჟამად, ფორმულას 38%-ს ფლობს მიხეილ მშვილდაძე, 32%-ს არხის დირექტორი, ზუკა გუმბარიძე. 25%-ს მფლობელია არხის თანამშრომლების მიერ შექმნილი აიპი “თავისუფლების ფორმულა”. 2,25-2,25% კი ირაკლი საღინაძისა და რეჟისორ გიორგი ლიფონავას საკუთრებაში რჩება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img