გორში, 80 წლამდე კაცის მკვლელობის საქმეზე, პოლიციამ ერთი პირი დააკავა

Published:

პოლიციამ გორში 80 წლამდე მამაკაცის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შიდა ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა.

გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის ,,კ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული მოკლულის შვილიშვილია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img