სტუდენტების ნაწილმა, ღამე საკანონმდებლო ორგანოსთან გაათენა. როგორც ისინი აღნიშნავენ, 24-საათიანი პროტესტი იქნება, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. სტუდენტები ითხოვენ გათავისუფლდნენ აქციების დროს დაკავებული პირები, ასევე ისინი ბოლო დროს „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული კანონებს აპროტესტებენ.
„გადავწყვიტეთ, მივმართოთ პროტესტის 24-საათიან უწყვეტ ფორმას, იმიტომ, რომ როგორც ჩანს „ქართული ოცნებისთვის“ და რეჟიმის პატარა ჭანჭიკებისთვის არ აღმოჩნდა საკმარისი სტუდენტების ხმა აუდიტორიებიდან“, – აღნიშნავს ერთ-ერთი სტუდენტი.
სტუდენტთა ნაწილი საკანონმდებლო ორგანოსთან ამ დრომდე რჩება.