კახა კალაძე აშშ-ზე – მზად ვართ მეგობრობისთვის

Published:

“ქართულ ოცნებას” ახალი მესიჯ-ბოქსი აქვს – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს “დიფ სთეითის” დამარცხებაში წარმატება ამჯერად თბილისის მერმა, კახა კალაძემ უსურვა. 

დედაქალაქის მერი ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზეც საუბრობს და ამბობს, რომ ისინი მეგობრობისთვის მზად არიან.

უნდა მოხდეს “დიფ სთეითის” დამარცხება. ჩვენ ამას შევამჩნევთ, მაშინვე დავინახავთ. რა თქმა უნდა, ეს აისახება ჩვენს ქვეყანაზე, ქვეყანასთან ურთიერთობაზე. საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება მზად არის მეგობრობისთვის. ჩვენ ამ ბრძოლაში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს წარმატებას ვუსურვებთ და გვაქვს იმედი, რომ იმ დაპირებას, რაც გასცა “დიფ სთეითის” დამარცხებასთან დაკავშირებით, ბოლომდე შეასრულებს”. – განაცხადა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, 14 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. დიპლომატიური უწყების განმარტებით, ელჩმა დანიგანმა ივანიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები გააცნო.

19 მარტს ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა. “ქართული ოცნების” პრემიერმა თქვა, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან, რობინ დანიგანთან შეხვედრა ივანიშვილის რეჟიმის საგარეო საქმეთა მინისტრის, მაკა ბოჭორიშვილის ინიაციატივით გაიმართა. 

“ქართული ოცნების” პრემიერის განცხადების შემდეგ, ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ოლიგარქის პარტიის მიზანია, ბიძინა ივანიშვილი როგორმე გადაარჩინონ ამერიკულ სანქციებს. 

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img