ბათუმში, ე.წ. ოცნების ქალაქში ხანძარი იყო

Published:

ბათუმში, ე.წ ოცნების ქალაქში ხანძარი იყო. ცეცხლი ერთ-ერთ ბარაკში გაჩნდა. როგორც ადგილობრივებმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მათივე ინფორმაციით, ხანძარმა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ნივთები სრულად გაანადგურა. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები იყვნენ მობილიზებული.

ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img