სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი აზერბაიჯანში დაეშვა

Published:

სერბეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი მოსკოვის ნაცვლად აზერბაიჯანში დაეშვა

ამის მიზეზი რუსეთის საჰაერო სივრცეში უკრაინის სამხედრო ოპერაციაა, რის გამოც დახურულია მოსკოვის საჰაერო სივრცე – წერს აზერბაიჯანული მედია.

მათივე ინფორმაციით, უსაფრთხოების რისკების გამო, თვითმფრინავი ამ დრომდე ვერ ახერხებს მოსკოვისკენ გაფრენას.

ალექსანდ ვუჩიჩის ვიზიტი რუსეთში დღეს უნდა დაწყებულიყო. ის ასევე გეგმავს დაესწროს 9 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს წითელ მოედანზე.

ამასთან, როგორც ცნობილია, ბალტიის ქვეყნებმა ვუჩიჩის თვითმფრინავს არ მისცეს ნებართვა მოსკოვისკენ გასაფრენად მათი საჰაერო სივრცე გამოეყენებინა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img