12 მაისს საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმაა მოსალოდნელი

Published:

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 12 მაისს ქუთაისში დღისით +24 და ღამით +14 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უხვ ნალექს ვარაუდობენ.

ოზურგეთშიც წვიმიანი ამინდია. დღისით +22 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13. ბათუმშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.

ფოთშიც იწვიმებს. დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმაა ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +23, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიანი დღეა სოხუმშიც. +20 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.

მესტიაშიც წვიმას ვარაუდობენ, დღისით +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც იწვიმებს. ჰაერი +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმიანი ამინდია ჭიათურაშიც, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.

ახალციხეში იწვიმებს. დღისით ჰაერი +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა +9 გრადუსი იქნება.

ბორჯომშიც წვიმა იქნება. +23 იქნება დღისით, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +18 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +5 გრადუსი დაფიქსირდება.

გორშიც იწვიმებს, დღისით +22 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. სავარაუდოდ წვიმა იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.

გუდაურშიც წვიმა იქნება, დღის განმავლობაში +13 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება.

ომალოში წვიმას ამინდს ელოდებიან, დღისით +15, ღამით კი +5 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში წვიმას ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი დღე იქნება თელავშიც, +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

ნალექიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +24 გრადუსი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

სიღნაღშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +25 გრადუსი იქნება, ღამით +14 გრადუსი დაფიქსირდება.

რუსთავში ნალექიანი დღეა. დღისით +26 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +13 გრადუსი იქნება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img