თურქეთში საქართველოს მიერ ძებნილი “კანონიერი ქურდი” დააკავეს

Published:

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალი ერლიქაიამ, განაცხადა, რომ ქვეყნის სამართალდამცველებმა ორი საერთაშორისო დონეზე ძებნილი პირი დააკავეს — ერთი რუსეთის, მეორე კი საქართველოს მოთხოვნით.

მინისტრის თქმით, რუსეთის მიერ ინტერპოლის წითელი ცირკულარით ტერორიზმის ბრალდებით ძებნილი პირი, ლ.რ, ქალაქ ჰათაიში დააკავეს, ხოლო საქართველოს მიერ ე.წ. მწვანე ცირკულარით ძებნილი, რუსეთში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების (vor v zakone) წევრი, ბ.პ., ანტალიაში აიყვანეს.

ოპერაციები ინტერპოლ-ევროპოლისა და თურქეთის მიგრაციის სამსახურის კოორდინაციით ჩატარდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img