ქუთაისის მერი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა

Published:

ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს ესტუმრა.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, გასულ წელს, საქართველოს კულტურის სამინისტროს კონკურსში – „სამუსიკო სასწავლებლებისთვის ინსტრუმენტების შეძენა“ – გამარჯვების შედეგად, ა(ა)იპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანებამ ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლისათვის ახალი როიალი Ritmuler და ელექტრო პიანინო Pearl River შეიძინა.

„ქალაქის მერმა სასწავლებლის სტუდენტებსა და პედაგოგებს მიულოცა ეს მნიშვნელოვანი შენაძენი და წარმატებული ახალგაზრდა პიანისტების გიორგი არაბიძისა და ბექა ბაბუნაშვილის მიერ შესრულებულ რამდენიმე მუსიკალურ ნაწარმოებს მოუსმინა.

ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის 105 წლის ისტორიულ შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და განახლებული სასწავლებელი მიმდინარე წლის იანვარში გაიხსნა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img