შარლ მიშელი – ჩვენ უნდა გადავიდეთ „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე, თუ მშვიდობა გვინდა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის

Published:

რუსეთი სერიოზულ სამხედრო საფრთხეს უქმნის ევროპის კონტინენტს და გლობალურ უსაფრთხოებას. თუ ევროკავშირი საკმარის დახმარებას არ გაუწევს უკრაინას რუსეთის ფედერაციის შესაკავებლად, მაშინ ევროპა იქნება შემდეგი. ამის შესახებ ევროპული საბჭოს ხელმძღვანელმა შარლ მიშელმა განაცხადა.

მიშელმა აღნიშნა, რომ ევროპა უნდა გადავიდეს „ომის ეკონომიკის“ რეჟიმზე.

„დროა აიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ უსაფრთხოებაზე. ჩვენ აღარ შეგვიძლია დავეყრდნოთ სხვებს ან არ ვიყოთ დამოკიდებული საარჩევნო ციკლებზე აშშ-ში ან სადმე სხვაგან“, – განაცხადა მან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების შემდეგ ევროპის თავდაცვის ინდუსტრიის წარმოების სიმძლავრე 50%-ით გაიზარდა. მან ასევე განაცხადა, რომ საბრძოლო მასალის წარმოება 2025 წლისთვის წელიწადში 2 მილიონზე მეტ ჭურვამდე გაორმაგდეება და მოუწოდა 2030 წლისთვის ევროპული ინდუსტრიიდან შესყიდვების გაორმაგება.

შარლ მიშელს მიაჩნია, რომ ევროპამ უნდა გააძლიეროს თავდაცვა და გაზარდოს ძალისხმევა უკრაინის დასახმარებლად.

„ჩვენ უნდა შეგვეძლოს საუბარი არა მხოლოდ დიპლომატიის, არამედ ძალის ენაზეც. თუ მშვიდობა გვინდა, უნდა მოვემზადოთ ომისთვის“, – ამბობს შარლ მიშელი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img