დაბა ჩაქვში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე ხანძარი გაჩნდა

Published:

დაბა ჩაქვში, საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, ბინაში ხანძარი გაჩნდა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც “ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ამ დროისათვის ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები.

ამასთან, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში განაცხადეს, რომ შემთხვევის ადგილზე მერიის თანამშრომლები იმყოფებიან. მათივე ცნობით, დაზარალებული ოჯახის მდგომარეობას მუნიციპალიტეტში არსებული სპეციალური კომისია შეისწავლის და შესაბამის დახმარებას გაუწევს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img