ავარიას ბორჯომში 1 ადამიანი ემსხვერპლა

Published:

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ კორტანეთთან სატვირთო ავტომობილი მდინარე მტკვარში გადავარდა.

შემთხვევა 20 მარტს, ღამით მოხდა და მას სატვირთოს მძღოლის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ფორმულას შსს-ში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img