კახა კალაძე – ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე

Published:

საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი შედის ოქროს ასოებით, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, – ასე მიმართა რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ გულშემატკივარს თბილისის მერმა კახა კალაძემ სცენიდან.

“რთულია ისაუბრო იმაზე, თუ რამხელა გამარჯვებას მიაღწია ჩვენმა ქვეყანამ. ეს არის ის, რასაც ათეული წლებია ველოდებოდით. ეს არ არის უბრალოდ გამარჯვება. ეს არის ისტორიის დაწერა. საქართველოს უახლეს ისტორიაში 2024 წლის 26 მარტი შედის ოქროს ასოებით, რადგან ჩვენი ეროვნული ნაკრები ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

საქართველოს ნაკრები, პირველად ისტორიაში, ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img