აბა ულა – საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და ევრო 2024-ზე მიემგზავრება!

Published:

ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის ფინალში საქართველოს ნაკრებმა სბერძნეტს პენალტების სერიაში სძლია და ევრო 2024-ის სგზური მოიპოვა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრასთან განსხვავებით სასტარტოში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა, მიქაუტაძის ნაცვლად დისკვალიფიკაციამოხდილი კვარაცხელია დააყენა, ხოლო მისმა ვიზავიმ პოიეტმა ძირითადი შემადგენლობა უცვლელი დატოვა.

მოლოდინისამებრ დებიუტი დაძაბული გამოვიდა, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა, კვარაცხელია ორჯერ წააქციეს და ბოლდოკმა ყვითელი ბარათი მიიღო. შემდეგ ციმიკასმა ხვიჩას იდაყვი სახეში ჩაარტყა, რაც მსაჯმა მარჩინიაკმა ვერ შეამჩნია. ტემპი მაღალი არ იყო, ორივე გუნდი ფრთხილობდა, მომენტები თითქმის არ იქმნებოდა.

ზივზივაძის ხელით შეჩერებისთვის არბიტრმახაციდიაკოსი გააფრთხილა. შემდეგ ყვითელი ბარათი მარჩინიაკმა ბუდუს უჩვენა. მერე ხვიჩა იერიშისას მავროპანოსმა წააქცია და ყვითელი ბარათი დაიმსახურა, საჯარიმოდან ჩაკვეტაძის დარტყმული ბურთი კი მეკარე ვლახოდიმოსმა მოიგერია. ბოლოს შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.

მეორე ტაიმის დასაწყისსი „კვარას“ გარღვევას კარის წინ ჩაწოდება მოჰყვა, მაგრამ სტუმრებმა ბურთის გამოტანა მოახერხეს. მატჩი ისევ პოზიციურ ბრძოლაში გადავიდა, სანიოლმა ზივზივაძე მიქაუტაძით შეცვალა. ცოტა ხანში შენგელიამ ტრავმა მიიღო, რომელიც საკაცით გაიყვანეს და მის ნაცვლად მოედანზე წიტაიშვილი შევიდა. როტამ კვარაცხელია კომპენსირებულ დროში მოცელა, ყვითელი ბარათით დაისაჯა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა.

პირველ ექსტრა ტაიმში ელადელებმა შემოგვიტიეეს, ბაკასეტასის დარტყმული ბურთი მეკარე მამარდაშვილმა მოიგერია, მავროპანოსმა ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე კვეკვესკირით და დავითაშვილით შეცვალა. ბურთი მიქაუტაძემ ჩაჭრა, ზურიკოს გადააწოდა, რომელსაც გატანა მეკარემ არ დაანება.

მეორე ექსტრა ტაიმში ტრავმირებული კვარაცხელია ქვილითაიამ შეცვალა, წიტაიშვილის კარგ დრიბლინგს შედეგი არ მოჰყვა, მიქაუტაძის დარტყმამ მიზანს ვერ უწია, 120-წუთიანი ბრძოლა უგოლოდ დასრულდა, პენალტების სერიაში კი საქართველოს ნაკრებმა იმარჯვა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img