ბექა შაინიძემ საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა

Published:

სერბეთში, საბრძოლო ხელოვნებაში ევროპის ჩემპიონატის ტურნირზე, ქართველმა მებრძოლმა ბექა შაინიძემ წარმატებით იასპარეზა.

შაინიძემ ევროპის ჩემპიონობა იზეიმა და საქართველოს ისტორიული მედალი მოუპოვა. ფინალურ ბრძოლაში მან იტალიელი მატეო ტალამანტო დაამარცხა და ოქროს მედალს დაეუფლა.

ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ლევან მურღვლიანმა და მირზა გაჯიევმა. 18-წლამდელებში კი საქართველოს ნაკრებს ვერცხლი ნიკოლოზ პაპაშვილმა და გიორგი პირველმა, ბრინჯაო კი გიორგი დიდებულიძემ, დავით ნინიშვილმა, იოანე დიქოშვილმა, ოთარ ბერიძემ და დავით მგალობლიშვილმა მოუტანეს.

ქართველმა სპორტსმენებმა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო მხარდაჭერით იასპარეზეს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img