ერაყის პრემიერი – მოვუწოდებთ, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ზონის გაფართოების შესაჩერებლად ყველა მცდელობა განხორციელდეს

Published:

ერაყის პრემიერ-მინისტრის, მუჰამედ შია ალ-სუდანის განცხადებით, ისრაელსა და ირანს შორის დაძაბულობის ფონზე, საჭიროა ახლო აღმოსავლეთში თავშეკავების გამოჩენა.

„მოვუწოდებთ, განხორციელდეს ყველა მცდელობა კონფლიქტის ზონის გაფართოების შესაჩერებლად“, – განაცხადა ერაყის პრემიერმა თეთრ სახლში პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან შეხვედრის დაწყების წინ.

მისი თქმით, ერაყის ხელისუფლება მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, დაცვის პასუხისმგებლობას და ომის კანონს.

„პარტნიორობის სულისკვეთებით, ჩვენი შეხედულებები შეიძლება განსხვავებული იყოს იმაზე, რაც რეგიონში ხდება. მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეთანხმებით საერთაშორისო სამართალს, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს, დაცვის პასუხისმგებლობას და ომის კანონს და უარვყოფთ ყოველგვარ რეპრესიებს მშვიდობიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით ქალებისა და ბავშვების წინააღმდეგ“, – აღნიშნა ერაყის პრემიერმა.

ცნობისთვის, ერაყის დელეგაცია, მუჰამედ შია ალ-სუდანის ხელმძღვანელობით, ვაშინგტონში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია შეხვდა აშშ-ის ოფიციალურ პირებს, მათ შორის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინს.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img