დიდი ბრიტანეთის ელჩი ,,უცხოური გამჭვირვალობის კანონპროექტს” გამოეხმაურა

Published:

გაერთიანებული სამეფო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია. ნებისმიერი რამ, რაც ზღუდავს, ხელს უშლის ან შეუძლებელს ხდის სამოქალაქო საზოგადოების მუშაობას, უკიდურესად შემაშფოთებელი იქნება ჩვენთვის, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, მარკ კლეიტონმა „უცხოური გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.მისი თქმით, გაერთიანებული სამეფო, საქართველოს დამოუკიდებლობის დასაწყისიდანვე არის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უდიდესი მხარდამჭერია.

„ჩემმა ევროკავშირელმა კოლეგამ, პაველ ჰერჩინსკიმ, ასევე, შარლ მიშელმა და უმაღლესმა წარმომადგენელმა ნათლად განაცხადეს საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ამ კანონის გავლენის შესახებ. რაც შეეხება გაერთიანებულ სამეფოს, ის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ძალიან მტკიცე მხარდამჭერია, მას მტკიცედ სჯერა, რომ ენერგიული, აქტიური სამოქალაქო საზოგადოება უმთავრესი კომპონენტია ნებისმიერი თანამედროვე დემოკრატიისა.სუვერენიტეტი ნიშნავს არჩევანის გაკეთებას. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ქვეყანა ევროკავშირის წევრი აღარ არის, გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებას.” აღნიშნა ელჩმა

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img