გელა ხასაია – ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა, დაგპირდი, რომ გცემდი და ზუსტად ამას ვასრულებ ახლა

Published:

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი გელა ხასაია თავისუფალია, მისი სასამართლო პროცესი გადაიდო და შემდეგი სხდომა 24 აპრილს იქნება. 

როგორც ხასაია ამბობს, მასზე იძალადეს. იხსენებს ერთ-ერთი ნიღბიანი სამართალდამცავის მიმართვას, რომელმაც უთხრა, რომ “დაგპირდი, რომ გცემდი და ზუსტად ამას ვასრულებ ახლა”.

ხასაია ამბობს, რომ ის დააკავეს ნიღბიანმა პირებმა და არა პოლიციელებმა, სასამართლო სხდომაზე დღეს კი პოლიციელები მივიდნენ.

ჩემზეც ფიზიკურად იძალადეს. დაკავების მომენტში ვიდექი რობოკოპების წინ, ხელაწეული ვიდექი, როგორც სხვა ადამიანები, ჩემგან გაუგებრად მომვარდა პოლიციელი, რომელმაც ხელი მკრა, შემდეგ უკვე აღმოვჩნდი ნიღბიანი ადამიანების წრეში და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა, რომ მე დაგპირდი, რომ გცემდი და ზუსტად ამას ვასრულებ ახლა. მიჩნდება ეწვი, რომ ამ ადამიანსაც სადღაც ვყავდი ნანახი ან აქციების პერიოდში დავამახსოვრდი, როგორც ვიცი, კადრებიც არსებობს, სადადც ჩანს, როგორ დამაგდეს ძირს და მირტყამდნენ უმოწყალოდ,” – ამბობს ხასაია.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img