გიორგი მარგველაშვილი – „ქართული ოცნება“ მიიღებს თუ არა კანონს, მიიღებს პასუხს, პასუხი მათი მოშორება იქნება

Published:

არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ კანონს გაიწვევს, მაგრამ მიიღებს თუ არა კანონს, მიიღებს პასუხს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, ზემოაღნიშნული პასუხი „რუსული ძალის მოშორება“ იქნება.

„მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ვითარდება. ამ პროცესის უკან ის დგას, რაც ჩვენში მთელმა ქართულმა ისტორიამ ჩადო. ჩვენ თავისუფლებისმოყვარე ერი ვართ და ერი, რომელიც თავის თავს არა მონობაში, არამედ თავისუფლებაში ხედავს. ეს თავისუფლება ევროპაშია. ჩვენ რუსულ მონობას ვერ მივიღებთ. ეს ყოველ წუთას ვითარდება იმ პოლიტიკურ პროცესში, რომელსაც მე ვხედავ.

არ მგონია, რომ „ქართული ოცნება“ კანონს გაიწვევს, მგონია, რომ მიიღებს, მაგრამ მიიღებს თუ არა კანონს, მიიღებს პასუხს. პასუხი მათი მოშორება იქნება – რუსული ძალის მოშორება საქართველოს სუვერენიტეტის გზიდან“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img