გომელაური “რუსულ კანონზე” – დიახ ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია

Published:

ისე მეკითხებოდნენ ამ კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, თითქოს რამე ჩამჭრელი კითხვა იყო – მე ამ გუნდის წევრი ვარ და რა თქმა უნდა, ვეთანხმები, სწორია, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც მას ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დეპუტატებმა მას ჰკითხეს, ეთანხმება თუ არა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რაზეც მინისტრმა უპასუხა, რომ კი.

„მკითხეს, კანონს ეთანხმებით თუ არა თქვენო, აბა მითხარი, აბა მითხარიო, თითებს გვიშვერდნენ. მე ვარ როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, ასევე, პოლიტსაბჭოს წევრი და რა თქმა უნდა, ვეთანხმები. მე ვარ ამ გუნდის წევრი და რა თქმა უნდა. ისე მეკითხებოდნენ თითქოს, რამე ჩამჭრელი კითხვა მკითხეს. დიახ, ვეთანხმები, რა თქმა უნდა და სწორია. თუ ვალდებულები ვართ ყველა, სამინისტროები, რაში ვხარჯავთ ფულს, რომ შემოწმდეს, დაადეკლარირონ, რა პრობლემაა. არა ერთხელ აუხსნიათ და ჩემი ახსნა არ სჭირდება მე მგონი, ამ კანონს,“ – განაცხადა გომელაურმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img