მანჯგალაძე გომელაურს – ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა, არც კაცობა და არც ძალა არის რობოკოპების რაოდენობაში

Published:

“უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ” – ასე მიმართა “სტრატეგია აღმაშენებლის” გენერალურმა მდივანმა პაატა მანჯგალაძემ შინაგან საქმეთა მინისტრს. 

 მანჯგალაძის თქმით, სისტემა სწორედ ამ ძალადობაზე დგას.

ის რაც კალაძემ იკადრა დღეს, რომ თითქოს ელისაშვილმა ის უნდა მიიღოს რაც დაიმსახურა, არ ჯდება არც სამართალში და არც მორალში, ეს არის ჯუნგლის კანონში ქვეყნის გადაყვანა, რომ ან მოერევი ან მოგერევიან. ასეთი სისტემა გვინდა? 

 დღეს თქვენ მოხვედით პარლამენტში, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში და ვსაუბრობთ ძალადობაზე, უწყებაში გყავთ ადამიანები, რომლებსაც ძალადობის გამო აწინაურებენ, ახალისებენ. ყველამ ნახა ფაქტები ვიწრო ქუჩებში როგორ უსაფრდება და არბევს პოლიცია სახლში მიმავალ ახალგაზრდებს. 

ასევე უმძიმესი ფაქტი, რამდენიმე პოლიციელი ხალისით იღებდა ვიდეოს როგორ სცემენ ალეკო ელისაშვილს, რატომ? – როსგვარდიელები ხართ რომ მერე აჩვენოთ შეფს და დაგვაწინაურებენ, პრემიას მოგცემენ? ეს არ არის ძალადობის წახალისება? 

 მე რომ ვიღებდე გადაწყვეტილებას მინიმუმ დროებით მაინც შევუჩერებდი ამ ადამიანებს უფლებამოსილებას, რომ სხვამ არ გაბედოს მსგავსი ფაქტი. 

 ვაჟა-ფშაველას ქვეყანაში ვართ, ვისაც ერევი, ახრჩობდე არასდროს ყოფილა არც მაგარი ბიჭობა და არც კაცობა. დანაშაულია წაქცეულს რომ ურტყამ და არ ჩერდები, ამის გამო წესით, თავმოყვარე მინისტრი უნდა გადადგეს. ხვალ შეიცვლება ხელისუფლება და თქვენც გინდათ რომ იგივე სტანდარტით მოგექცნენ? ამას ამკვიდრებთ? ამას უწყობთ ხელს?

გამოძიება არ მიდის, იქონიეთ თავმოყვარეობა და დაგმეთ მაინც მაგრამ ამას არ გააკეთებთ რადგან თქვენი სისტემა სწორედ ამ ძალადობაზე დგას” – განაცხადა მანჯგალაძემ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img