პრეზიდენტი – ერთადერთი ვინც, კომპლიმენტებს ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას, რუსეთის წარმომადგენლები არიან

Published:

ერთადერთი ვინც, კომპლიმენტებს ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წარმომადგენლები არიან – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “სქაი ნიუს”- თან განაცხადა.

ზურაბიშვილი გავლენიან მედიასთან არ ერიდება იმის თქმას, რომ საქართველოს “დამნაშავე ხელისუფლება” ჰყავს, რომელიც ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებს.

პრეზიდენტის თქმით, 2024 წლის არჩევნები იქნება გადამწყვეტი და ეჭვი არ ეპარება, რომ ქართველი ხალხი არჩევანს ევროპის სასარგებლოდ გააკეთებს.

ჩვენი ყველა პარტნიორი და მეგობარი გვეუბნება, რომ არ მიიღოთ ეს კანონი და ერთადერთი ვინც აფასებს და კომპლიმენტებს ეუბნება საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის წარმომადგენლები არიან დუმადან, ასევე პესკოვი. ამიტომ ძალიან აშკარაა, რომ საიდან მოდის ეს ყველაფერი. ხალხის უმრავლესობას არ უნდა დამნაშავე ხელისუფლება , რომელიც უკვე სამი ვადით მართავს ამ ქვეყანას და განსაკუთრებით, როცა ისინი რუსეთისკენ მიემართებიან. ეს იქნება უთანხმოების მთავარი წერტილი. ეს არჩევნები კი იქნება ასეთი – გვინდა ევროპა თუ გვინდა რუსეთი! ეჭვიც არ მეპარება იმაზე, რა პასუხს გასცემს ამ კითხვას ქართველი ხალხი”, – ამბობს პრეზიდენტი.

ჟურნალისტის კითხვაზე – “რა იქნება იმის შედეგი თუ რუსეთს უფრო დაუახლოვდებით”, პრეზიდენტი პასუხობს – ეს იქნება “დიდი ტრაგედია საქართველოსთვის” .

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img