რატი იონათამიშვილი – 6 პოლიტიკური პარტიის განცხადებას ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი

Published:

აქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ექვსი ოპოზიციური პარტიის  ერთობლივ განცხადებას ფაქტობრივად, ხელს აწერს მიხეილ სააკაშვილი.

მისი შეფასებით, აღნიშნულ ოპოზიციურ პარტიებს დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი და მათი სუვერენიტეტი სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ აქვს შეთვისებული.

„განცხადებას ექვსი პოლიტიკური პარტია ავრცელებს და მას ხელს მიხეილ სააკაშვილი აწერს, რადგან, ფაქტობრივად, ამ ადამიანებს დაკარგული აქვთ სუვერენიტეტი. მათი სუვერენიტეტი სააკაშვილსა და „ნაცმოძრაობას“ აქვს შეთვისებული. ისინი ამიტომ ებრძვიან სუვერენიტეტს, რადგან მათ სუვერენიტეტის დაცვის არც ნიჭი, არც უნარი და არც სურვილი გააჩნიათ“, – აღნიშნავს იონათამიშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img