შარლ მიშელი – კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან

Published:

“კანონპროექტი, რომელსაც პარლამენტში კენჭს უყრიან, არ აახლოებს საქართველოს ევროკავშირთან, ეს საპირისპიროა” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა “ევრონიუსთან” საუბრისას განაცხადა.

“იმედგაცრუებულები ვართ, რომ ამ მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მიიღო,“ – განაცხადა შარლ მიშელმა.

იმაზე საუბრისას, გაიყინება თუ არა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სადავო კანონპროექტის შედეგად, მიშელმა აღნიშნა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, “გავლენა ექნებათ იმაზე, თუ როგორ აფასებს ბრიუსელი ასპირანტი ქვეყნის შანსებს“.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img