ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებაზე შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ახორციელებენ

Published:

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, “ტელეგრამში” ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით შესაბამისი სამსახურები პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს ატარებენ.

გავრცელებული ცნობებით, შესაბამისი უწყებები საქმეზე უკვე მუშაობენ და დგინდება იმ პირების ადგილსამყოფელი, საიდანაც მუქარის შემცველ შეტყობინებებს აგზავნიან.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ცნობები, რომ ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლებზე ტერაქტების თაობაზე მუქარის შემცველი ინფორმაცია ვრცელდება.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img