ანრი ოხანაშვილი- საქართველოში ლგბტ საკითხების პროპაგანდა უნდა აიკრძალოს

Published:

ქართული ოცნების მიზანია საზოგადოებას მაქსიმალური ინდორმაცია მიაწოდოს, თუ რა სამართლებრივ რეგულირებასთან გვაქვს საქმე, – ამის შესახებ იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმ ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვა ქუთაისში დაიწყო, სადაც ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მათ ღირებულებებზე მეტყველებს.

მისივე თქმით, განსხვავებული ცხოვრების წესი არ არის შეზღუდული, თუმცა ლგბტ საკითხების პროპაგანდა ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს აკრძალული. ,,მთელი კვირის განმავლობაში მოვივლით ყველა შესაბამის ქალაქს და ჩვენს საზოგადოებას მივაწვდით მაქსიმალურ ინფორმაციას. სამწუხაროა, რომ ოპოზიციის მთელმა რიგმა წარმომადგენლებმა ბოიკოტი გამოუცხადეს ამ განხილვას. ეს მიანიშნებს მათ ღირებულებებზე, იმაზე, რომ მათ საზოგადოებისთვის სათქმელი ბევრი არ აქვთ.” განაცხადა მართველი პარტიის დეპუტატმა.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img