ვიქტორ ორბანმა ევროპელი ლიდერები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და რუსეთ- უკრაინის ომში ჩართვას არ აპირებს

Published:

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, დასავლეთს უკრაინაში ჯარების შეყვანამდე ერთი ნაბიჯი აშორებს, თუმცა, მისი მტკიცებით, ბუდაპეშტის ამაში ჩათრევას არ დაუშვებს.

„ევროპის ლიდერები უკვე ჩაფლული არიან ომში, ისინი ომს აღიქვამენ როგორც საკუთარ ომს და აწარმოებენ მას, როგორც საკუთარ ომს“, – წერს ორბანი სოციალურ ქსელში და აღნიშნავს, რომ თავდაპირველად საუბარი იყო მხოლოდ ჩაფხუტების გაგზავნაზე, შემდეგ კი მკაცრ სანქციებამდე, თვითმფრინავებისა და მილიარდობით ევროს გადაცემამდე მივიდნენ.

„ფული, ფული, იარაღი, მაგრამ ვითარება არ უმჯობესდება, ერთი ნაბიჯი გვაშორებს დასავლეთის მიერ ჯარების უკრაინაში გაგზავნას. ჩვენ უნგრელებმა ვიცით რა არის ომი. ჩვენთვის საკმარისია. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ომისგან თავი შორს უნდა დავიჭიროთ.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img