ივანიშვილს თუ ოდესმე რამე რესურსი ჰქონია, უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს დახარჯული – ვოლსკი

Published:

ივანიშვილს თუ ოდესმე რამე რესურსი ჰქონია, უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს დახარჯული – ამ განცხადებას “ქართული ოცნების” დეპუტატი გიორგი ვოლსკი აკეთებს და ოფშორების შესახებ კანონის დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება.

ვოლსკი ამტკიცებს, რომ ივანიშვილის ცუდ კონტექსტში წარმოჩენას ოპოზიცია ცდილობს. 

“ბიძინა ივანიშვილს თუ ოდესმე რამე რესურსი ჰქონია, უდიდესი ნაწილი საქართველოში აქვს დახარჯული ძალიან კარგ პროექტებზე, იმაზე, რომელიც ეროვნულ ინტერესებში შედის და არასდროს არაფერი აქედან არსად არ წაუღია, განსხვავებით ზოგიერთი ადამიანისგან, რომელსაც საკუთარი ბანკიდან გამოაქვს თანხა და მერე ოფშორულ ზონაში რიცხავს და მილიონობით არის ეს თანხა გადარიცხული და სასამართლომ უსაფუძვლოდ არ უწოდა ამას თაღლითობა. ბიძინა ივანიშვილთან შედარება ან უარყოფით კონტექსტში წარმოდგენა არასწორია, მორალურადაც არასწორია და რასაკვირველია, პოლიტიკას ამორალურობა ახასიათებს, მაშინ, როდესაც რადიკალური ოპოზიცია ასეთ განცხადებას აკეთებს,“ – ამბობს ვოლსკი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img