სტუდენტები “ოცნების” კონტაქციაზე – რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი ქვეყანაში არ შეწყდება

Published:

რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტი ქვეყანაში არ შეწყდება – თუმცა, როგორ იმოქმედებენ 29 აპრილს, “ოცნების” დაანონსებული კონტრაქციის დღეს, ამაზე მსჯელობენ.

სტუდენტები ფიქრობენ, რომ კონტრაქცია ოლიგარქის ხელისუფლებამ პროვოკაციისთვის დაგეგმა, ამიტომ რუსთაველზე მისვლისგან თავის შეკავებას აპირებენ. 

29-ში ჩვენი მხრიდან, დიდი ალბათობით, იქნება საპასუხო ნაბიჯები გადადგმული, არ ვაპირებთ არცერთი ნაბიჯით უკან დახევას, რაღაც მომენტში შეიძლება ეს იყოს ტაქტიკური სვლა, მაგრამ ეს ვერ იქნება უკან დახევა, როცა იაზრებ, რისთვის იბრძვი და რა ეგზისტენციალური მნიშვნელობისაა.

საღამოს არის დაანონსებული რუსული კანონის მხარდასაჭერი აქცია, შესაძლოა, დილიდან ხალხი მაინც შეიკრიბოს რუსთაველის გამზირზე, ან პარლამენტის შენობის უკან, კომიტეტის პარალელურად, ამის შემდეგ უკვე ხალხი გადაწყვეტს, როგორ იმოქმედებს და როგორ შენარჩუნდება იმ დღესაც საპროტესტო კერა,“ – ამბობს ნიკო მანაგაძე.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img