რუსული კანონი, 2024 წლის არჩევნები და მოსახლეობის სწრაფვა EU-სკენ – ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა

Published:

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუველ კოლეგას, გიტანას ნაუსედას ესაუბრა. ორ პრეზიდენტს შორის ყურადღება “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ რუსულ კანონზე, მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსა და საქართველოს მოსახლეობის ევროპისკენ სწრაფვაზე გამახვილდა. 

ნაუსედამ რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ კანონპროექტს შესაძლოა ზეგავლენა ჰქონდეს მას EU-ში ინტეგრაციის პროცესზე.

“პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. გამოვთქვი ჩემი შეშფოთება “უცხოური აგენტების შესახებ” კანონთან დაკავშირებით და რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მას EU-ში ინტეგრაციის პროცესზე. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში,” – წერს ნაუსედა.

სალომე ზურაბიშვილმა კი ნაუსედას “საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის” მადლობა გადაუხადა. ამის შესახებაც მან X-ზე დაწერა.

“გმადლობ, პრეზიდენტო გიტანას ნაუსედა საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვით მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას და მანამდე სტაბილურობის აუცილებლობას. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი კვლავ ურყევად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს,” – წერს ზურაბიშვილი.

Related articles

spot_img

Recent articles

spot_img